კინო

“ნამეს” ოპერატორმა, გიორგი შველიძემ ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების ჯილდო მიიღო

ქართული ფილმის “ნამე” ოპერატორმა გიორგი შველიძემ ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების მიერ დაწესებული პრიზი მიიღო.

გიორგი შველიძე Spotlight Award-ის კატეგორიაში იყო წარდგენილი.

“ნამეს” გარდა ამ ნომინაციის ჯილდოსთვის იბრძოდნენ ფილმების Girl და The Rider ოპერატორები.

ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქართული ფილმის ოპერატორი ამ ჯილდოზე წარადგინილი.

ASC Awards, სადაც გამარჯვებულების ვინაობა გახდა ცნობილი, 9 თებერვალს 33-ედ გაიმართა. წლევანდელი წელი საიუბილეო იყო, რადგან ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოება 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმი “ნამე“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და საქართველო-ლიტვა-საფრანგეთის კოპროდუქციას წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი