არქიტექტურა, არქეოლოგია

10 საუკეთესო არქეოლოგიური აღმოჩენა 2018 წელს (შეჯამება)

ისინი, ვისაც ანთროპოლოგიური მისტერიებითა და არქეოლოგიით ინტერესდებიან, აუცილებლად შენიშნავდნენ, რომ გასული 2018 წელი მდიდარი იყო საოცარი აღმოჩენებით, რომელთა უმეტესობას პასუხი ჯერ კიდევ ვერ გავეცით.

“არტნიუსი” გთავაზობთ 2018 წლის არქეოლოგიური აღმოჩენების შეჯამებას:

8000-წლიანი ტრადიცია ქართული ღვინის დამზადებისა

თბილისიდან სამხრეთით, გვიანი ნეოლითური ხანის ორ ნასოფლარში, შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც ღვინის ნაკვალევს შეიცავენ. ჭურჭელი დაახლოებით 8 ათასი წლის წინანდელია. უძველესი არქეოლოგიური მტკიცებულება მიანიშნებს, რომ ღვინო საქართველოში ჯერ კიდევ 8,000 წლის წინ იწურებოდა და, საერთოდაც, ვაზის კულტურა სწორედ საქართველოდან შეიძლება იღებდეს სათავეს.

​შეგახსენებთ, რომ აქამდე ღვინის უძველეს არქეოლოგიურ მტკიცებულებად ითვლებოდა ჩრდილო-დასავლეთ ირანში აღმოჩენილი ჭურჭელი, რომელიც დაახლოებით 7.000 წლის წინანდელია.

შავი ზღვის ფსკერზე უძველესი გემი აღმოაჩინეს

Oldest Shipwreck Found In The Bottom Of Black Sea

შავ ზღვაში, დაახლოებით, ერთი მილის სიღრმეზე ბერძნული სავაჭრო გემი აღმოაჩინეს. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ გემი 2400 წლის წინანდელია, რის გამოც ეს უკანასკნელი დღემდე აღმოჩენილ საზღვაო ხომალდებს შორის ყველაზე ძველად მიიჩნიეს. იქიდან გამომდინარე, რომ შავი ზღვის ფსკერი ჟანგბადისგან სრულად თავისუფალია, გემი საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო შემონახული, რამაც მეცნიერებს საშუალება მისცა, უფრო მეტი გაეგოთ ანტიკური გემთმშენებლობის შესახებ.

პირველი მცხობელები 14,400 წლის წინ გაჩნდნენ

The First Bakers 14,400 Years Ago

აღმოჩნდა, რომ 14,400 წლის წინ, ანუ, 4 000 წლით ადრე, ვიდრე აგრიკულტურა გაჩნდებოდა, ადამიანები უკვე ეძებდნენ და იგონებდნენ რეცეპტებს გემრიელი საკვების მისაღებად. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა მიაკვლიეს პატარა ბანაკს, რომელიც “ნატუფიანურ” კულტურას ეკუთვნოდა. ზემოხსენებულ ბანაკში მათ პურის მსგავსი პროდუქტი იპოვეს, რამაც საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ ტერიტორიაზე არსებული უცნაური ქვის ნაკეთობები ღუმელის ფუნქციას ასრულებდა. მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ამ კულტურაში უკვე არსებობდა ფქვილის კულტურაც, კერძოდ, ისინი გარეულ მცენარეებს იყენებდნენ მის მისაღებად, შემდეგ კი აცხობდნენ პურის მსგავს საკვებს.

ადამიანის უძველესი ნაფეხური

Oldest Human Footprint

კალვერტის კუნძულზე ადამიანის უძველესი ნაფეხურები აღმოაჩინეს, რომელიც, მეცნიერთა აზრით, 13, 000 წლის წინანდელია და სამ სხვადასხვა ადამიანს ეკუთვნის – აქედან ერთი ბავშვია, დანარჩენი ორი კი ზრდასრულები.

ღმერთად ტრანსფორმირებული ადამიანის მუმია ეგვიპტეში

Incredibly Unique Mummy Found Inside Burial Site In Egypt

გერმანელმა და ეგვიპტელმა არქეოლოგებმა ეგვიპტეში ანტიკური ხანის დარბაზი აღმოაჩინეს. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ შენობა მუმიფიცირების პროცესისთვის გამოიყენებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ აქ ჯამ-ჭურჭელი, ზეთები და სხვა სახის ნივთიერებები აღმოჩნდა. ცენტრალური დარბაზიდან 100 ფუტის სიგრძის გვირაბი გადის საერთო აკლდამებამდე, სადაც არაერთი მუმია აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მათგან ქალის, სახელად “ტადიორის” სარკოფაგი იყო, რომელიც მცველი ფიგურებით იყო გარშემორტყმული და ყველა მათგანზე მისი სახელი ეწერა. ამასთან ერთად, ქალის მუმიას სახეზე ვერცხლის ნიღაბი ეკეთა. მოგეხსენებათ, ეგვიპტურ რელიგიური ტექსტების მიხედვით, ღმერთის ძვლები ვერცხლისა და ოქროსია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აღმოჩენილი მუმია ეკუთვნოდა ადამიანს, რომელიც სწამდათ, რომ სიკვდილის შემდეგ ღმერთად ტრანსფორმირდა.

ბაქტერია, რომელმაც “შავი სიკვდილი” გამოიწვია 3,800 წლით დათარიღებულ ჩონჩხებში აღმოაჩინეს

“შავი სიკვდილის” სახელით ცნობილი დაავადება, რომელიც ევროპას მეთოთხმეტე საუკუნეში მოედო, ყველაზე კატასტროფული შედეგით დამთავრდა. მკვლევარებმა აღმოაჩინეს ძველი წელთაღრიცხვით 3800 წლით დათარიღებული ჩონჩხები, რომლებიც Yersinia pestis-ს შეიცავდნენ (ბაქტერია, რომელიც ამ დაავადებას იწვევდა). შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ ეს დაავადება გაცილებით ადრე გაჩნდა, ვიდრე ვვარაუდობდით და ის მუდამ დიდ როლს თამაშობდა ევროპასა და აზიას შორის მიგრაციის პროცესში.

პირველი ამერიკელები

These 13,000-Year-Old Tools Made Historians Wonder Who Were The First People To Live In America

2018 წლამდე ამერიკელებს სჯეროდათ, რომ პირველი ადამიანები ამ ტერიტორიაზე 13 000 წლის წინ ციმბირიდან გადმოსული ხალხები იყვნენ. თუმცა, უკანასკნელი კვლევის დროს ტექსასში აღმოაჩინეს იარაღები, რომლებიც 16 000 – 20 000 წლის წინანდელია, რაც აქამდე არსებულ რწმენას აქარწყლებს და ამტკიცებს მოსაზრებას, რომ პირველი ამერიკელების შესახებ ჯერ კიდევ არაფერი ვიცით.

ყველაზე ძველი ჩანახატი

Oldest Sketch Ever Drawn

2018 წელს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქვა, რომელზეც წითლად დახატული ხაზებია. მეცნიერების აზრით, ის 73 000 წლის წინანდელია. შესაბამისად, ეს უკანასკნელი უძველეს ჩანახატად მიიჩნიეს.

ჩვენი წინაპრები ლუდს, სავარაუდოდ, იმაზე ადრე იცნობდნენ, ვიდრე გვეგონა

Our Ancestors Might Have Been Drinking Beer Earlier Than You'd Think

უკანასკნელი გათხრების დროს, რომელიც ისრაელში ჩატარდა, მსოფლიოში ყველაზე ძველი ლუდი აღმოაჩინეს, რომელიც, მკვლევარების აზრით, 13,000 წლის წინ დაკრძალვის “სუფრის” ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო.

როგორ აშენებდნენ პირამიდებს ეგვიპტელები?!

A Ramp That May Have Been Used To Build Pyramids

არქეოლოგებმა ეგვიპტეში 4,500 წლის წინანდელი უცნაური მოწყობილობები აღმოაჩინეს. მათი ვარაუდით, ეგვიპტელები მათ პირამიდების ასაშენებლად გამოიყენებდნენ. ეს გახლავთ მარხილის ტიპის მექანიზმი, რომელიც ხის პოსტებზე იყო გამობმული, მისი მეშვეობით შესაძლებელი იყო საკმაოდ დახრილ ზედაპირზეც კი აეტანათ ლოდები.

კომენტარები

კომენტარი