საშემსრულებლო ხელოვნება

დეივიდ ბოუის არასრულწლოვნებთან სექსუალურ ურთიერთობაში ამხელენ

ორი ქალბატონი ამხელს, რომ მათ როკ მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებელ დეივიდ ბოუისთან სექსი არასრულწლოვნობის პერიოდში ჰქონდათ. თუმცა, აღსანიშნავია, ისინი არ ყოფილან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი.

მათგან ერთ-ერთი ახალგაზრდა მოდელი ლორი მატიქსია, რომელიც ამტკიცებს, რომ მაშინ, როდესაც დეივიდ ბოუისთან სექსი ჰქონდა, თავად 15 წლის იყო.

მეორე მხრივ, კომიკოსი დეივიდ ბადიელი დასძენს, რომ გასულ კვირას მას ერთ-ერთმა გოგონამ უამბო მისი და დეივიდ ბოუის “რომანის” შესახებ. “ეს ქალბატონი მაშინ 16 წლის იყო, დეივიდი კი შუახნის”.

მაშინ ზემოთხსენებული გოგონა თავის მეგობართან ერთად ისვენებდა მუსტიქში, სადაც ბოუი და მიკ ჯაგერიც იყვნენ. მათ ერთად რამდენიმე ჭიქა დალიეს, რის შემდეგაც, როგორც ქალბატონები იხსენებენ, როკ ვარსკვლავს სურდა ორივე გოგოსთან ერთდროულად დაკავებულიყო სექსით.

“მან ტანსაცმელი გაიხადა, საკუთარი სიმღერა Let’s Dance ჩართო და შიშველმა დაიწყო ცეკვა” – იხსენებს ერთ-ერთი გოგონა.

ამის შემდეგ, სამ ადამიანს შორის სექსუალური თამაშები გაიმართა, თუმცა, საბოლოოდ, დეივიდი მხოლოდ ერთთან იწვა.

ბადიელმა კითხვაზე, რომელიც მეორე გოგონას დაუსვა: “რატომ შეიძლება არ გინდოდეს დეივიდ ბოუისთან დაკარგო ქალწულობა?”- პასუხად მიიღო: “მისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა ექნებოდა. არ მინდოდა ეს მხოლოდ მისთვის, მხოლოდ ერთი ღამით გამეკეთებინა”.

მომღერლის მეგობრებიც იხსენებენ, რომ ვარსკვლავი სექსზე დამოკიდებული იყო და მას ურთიერთობა ჰქონდა როგორც არასრულწლოვნებთან, ასევე თავისზე გაცილებით დიდი ასაკის ქალებთანაც. ამასთან, ზოგიერთი მათგანი განმარტავს, რომ იმ პერიოდში არ ითვლებოდა არალეგალურად არასრულწლოვანთან დაწოლა.

განსხვავებულად აფასებს მუსიკოსის ამ გატაცებას მისი ყოფილი ცოლი, ენჯი: “დეივიდი სექსს იყენებდა იმისთვის, რომ შთაგონება მიეცა სხვა ადამიანებისთვის, რათა შეყვარებოდათ და შემდეგ მისთვის რაღაცები გაეკეთებინათ, მისი სახელი განედიდებინათ. ეს ეგოისტური ქცევა იყო. ის ყველაფერს სახელის მოხვეჭისთვის აკეთებდა”.

კომენტარები

კომენტარი