სტილი, დიზაინი

GQ-მ დემნა გვასალია მოდის სამყაროს 5 ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს შორის დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა GQ-მ დემნა გვასალია მოდის სამყაროს 5 ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს შორის დაასახელა.

Vetements-ის დამაარსებელი და Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი GQ-ს სიაში ისეთი ადამიანების გვერდით მოხვდა, როგორებიც არიან: კიმ ჯონსი (Dior) და ვირჯილ აბლო (Louis Vuitton).

“რა არის გენიალური და რა არა – ეს არის იდიომა, რომელიც მოდის 1,8 მილიარდიან ინდუსტრიას ამოძრავებს. ვის აქვს ყველაზე დიდი გავლენა მასზე? სიმართლეა, რომ არავინ იცის. არც შენ. ნებისმიერი სია სუბიექტური და პოლიტიკურია, ამიტომ, არავინ გაიტეხოს გული თუ მისი სახელი სიაში ვერ მოხვდა” – წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი