საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

“საქართველოს სინფონიეტა” 2019 წლის საკონცერტო სეზონს იწყებს

16 თებერვალს, 18:00-ზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ბაროკოს მუსიკის კონცერტი გაიმართება. სოლისტი გახლავთ ბალაჟ მატე (ჩელო).

ჩელისტი ბალაჟ მატე სწავლობდა ბ.ბარტოკის სახ. კონსერვატორიასა და ფ.ლისტის სახ. მუსიკალურ აკადემიაში. 1986-1992 წ.წ.-ში იგი უნგრეთის ეროვნული ფილარმონიული ორკესტრის წევრი იყო. მან გაიარა ასპირანტურა ჰააგის სამეფო კონსერვატორიაში ბაროკოს ჩელოს სპეციალობით იააპ ტერ ლინდენთან და კამერული მუსიკის გაკვეთილები ნიკოლაუს არნონკურთან ზალცბურგის მოცარტეუმში. იგი ანსამბლების: Concerto Armonico Budapest, Trio Cristofori და The Rare Fuits Council დამფუძნებელი და წევრია. სხვადასხვა დროს გახლდათ მსოფლიოში ცნობილი ორკესტრების წევრი: „Le Concert des Nations (ხელმძღვანელი იორდი სავალი), “Wiener Akademie” და სხვა.

“ჩვენი მიზანი, მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად მხოლოდ კონცერტების გამართვით არ შემოიფარგლება. გვსურს, რომ მათ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ მომავალ თაობას, რაც მეტად მნიშვნელოვანია საქართველოში კლასიკური მუსიკის შემსრულებლების განვითარებისთვის.  

სწორედ ამ მიზნით, კონცერტთან ერთად დაიგეგმა მასტერკლასებიც და ცნობილი ჩელისტი ბალაჟ მატე 13 და 14 თებერვალს, „სინფონიეტა სთეიჯიზე“ (სანაპიროს ქ. N 4, შენობა 2, სართული 8) სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა ჩელისტებისთვის მასტერკლასებს გამართავს. იმედი გვაქვს ეს თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ არაერთხელ მოგვეცემა მასთან მუშაობის საშუალება.

16 თებერვალს კი, კონსერვატორიის მცირე დარბაზში „საქართველოს სინფონიეტა“ და ბალაჟ მატე: ა. კორელის, გ.ფ. ჰენდელისა და კ.ფ.ე.ბახის ნაწარმოებებს შეასრულებენ. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.” – ნათქვამია პრესრელიზში.

კომენტარები

კომენტარი