შემოქმედებითი ინდუსტრიები

სტივენ ტაილერმა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის თავშესაფარი გახსნა

ცნობილი როკ-ჯგუფის Aerosmith-ის სოლისტმა, სტივენ ტაილერმა, ამერიკაში, ტენესის შტატში, ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის თავშესაფარი გახსნა. თავშესაფრის სახელწოდება ჯგუფის სიმღერის Janie’s Got A Gun-ის საპატივსაცემოდ შეარჩიეს და Janie’s House-ი უწოდეს. ეს გახლავთ 1989 წლის სიმღერა, რომელიც გვიყვება გოგონა ჯენის შესახებ. ის იღებს ნარკოტიკებს, რათა დაივიწყოს წარსული და ის, როგორ ექცეოდა მამა ბავშვობაში.

https://twitter.com/Ripple1026/status/1092506968735055873/photo/1?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1092506968735055873&ref_url=https%3A%2F%2Fwww.vesti.ru%2Fdoc.html%3Fid%3D3113661%26cid%3D460

სახლის ფართობი 362 კვადრატული მეტრია და მასში ერთდროულად 14 ქალს შეუძლია ცხოვრება.

მუსიკოსმა ამ პროექტისტვის 500 ათასი დოლარი გაიღო. ეს უკვე მეორე თავშესაფარია, რომელიც სტივენ ტაილერის ხელშეწყობით გაიხსნა.

 

კომენტარები

კომენტარი