ვიზუალური ხელოვნება

მალე სმარტფონებში 59 ახალი ემოჯი გამოჩნდება (ვიდეო)

Unicode-მა ახალი ემოჯის ნაკრების შექმნა დააანონსა. როგორც ჩანს, მალე 59 ახალ და 117 უკვე არსებულის შეცვლილ ვარიანტს ვიხილავთ, მათ შორის იქნება გამოსახულებები: ადამიანები ეტლში, სასმენი აპარატით, ბიოპროტეზებით და სხვა.

უკვე არსებული გამოსახულებების სხვადასხვა ვარიანტი გულისხმობს ემოჯის კაცისთვის და ქალისთვის, ემოიჯის კანის ფერების განსხვავებით და სხვა.

Unicode-მა შექმნა, აგრეთვე ახალი ემოჯის ნაკრები საჭმლის, ფრინველებისა და ცხოველების გამოსახულებებით: ფლამინგო, ორანგუტანი და სხვ.

“ნამდვილად არსებობს ემოჯის რთული ლინგვისტური სისტემა. ჩვენ, როგორც სპეციალისტები, შევისწავლით ამ ენას და საკმაოდ სერიოზულად ვუდგებით მას. ეს არაა ხუმრობა და სისულელე, ესაა ადამიანებს შორის ურთიერთობის რეალური ფორმა” – აღნიშნა ლექსიკოგრაფმა ჯეინ სოლომონმა.

ცნობილია ისიც, რომ მალე ემოჯის ნაკრებს დაემატება სისხლის წვეთის გამოსახულება, რაც მენსტრუაციის დესტიგმატიზაციას ისახავს მიზნად. ” ემოჯის დამატება, რომელიც გამოხატავს იმას, რასაც მსოფლიოში 800 მილიონი ქალი ყოველთვიურად განიცდის, ნამდვილად დიდი ნაბიჯია მენსტრუაცისს დესტიგმატიზაციისკენ. ჩვენ დიდი ხანია ამაზე არ ვსაუბრობთ. გოგონებს ყოველთვის რცხვეინათ ამაზე საუბრის” – აღნიშნა ბავშვთა უფლებების საკითხზე მომუშავე ორგანიზაციის წევრმა – ლუსი რასელმა TIME-თან მიცემულ ინტერვიუში.

 

 

კომენტარები

კომენტარი