კულტურა

გაიგე: რომელ კვლევებს დაეყრდნო სამინისტრო გამოცდების გაუქმებისას

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბაიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზეიმ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა, რომლებიც განათლების რეფორმის შემუშავების პროცესში სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობდნენ.

მინისტრის თქმით, გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება სამინისტრომ მხოლოდ და მხოლოდ კონსულტაციის შედეგად მიიღო, რომელშიც ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები და განათლების სფეროს წარმომადგენლები:

კითხვაზე, თუ რა კვლვებს ეფუძნებოდა ჩამოყალიბებული კონცეფცია, აქ მოვიყვანთ მხოლოდ იმ ორგანიზაციების ნაწილს, რომლებიც კონსულტაციებში იყო ჩართული. მასში ჩართულები იყო „ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, სამოქლაქო ურთიერთობებისა და ინიციატივების ცენტრი, განათლება ყველასათვის, სკოლის ადმინისტრაციები, სკოლის მასწავლებლების ასოციაციები. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, USAID, ათასწლეულის გამოწვევი კორპორაცია, UNICEF, ევრიოკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ამერიკის მთავრიობის, შვეიაცარიის და სხვადასხვა ფონდები, მაიკროსოფტი მი და ა.შ.

კონსულტაციები გაიმართა ქართულ უნივერსიტეტებთან, მასწავლებლეთან, საბოლო ჯამში, ასეულ ადამიანთან შეხვედრა შედგა იყო სხვადასხვა ფორმატის. მიმაჩნია, რომ  ჩვენი ხედვა მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებული, პოლიტიკისგან შორს მდგომი, განათლების ხარისხის ამაღლებისკენ მიმართული. იგეგმება კომიტეტის გასვლითი სხდომა , რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა მოადგილე და სსიპ-ის ხელმძღვანელი. ჩვენი მზანია მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა ყველა ორგანიზაციასთან და მათთან კონსულტაცია. საბოლოო დოკუმენტი,  რომლის სამუშაო ვერსია  უკვე არსებობს, მალე გახდება სტრატეგიული დოკუმენტი“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, კვლევევბის შედეგები, ორშაბათს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება და მასში ასახულია თუ რას ეყრდნობოდა სამინისტრო ე.წ. CAT-ის გამოცდების გაუქმებისას, როგორ უარესდებოდა შედეგები წლების განმავლობაში.

კომენტარები

კომენტარი