არქიტექტურა, არქეოლოგია

თურქეთის პოლიციამ, სავარაუდოდ, 1200 წლის წინანდელი ბიბლია აღმოაჩინა

Euronews-ის ცნობით, თურქეთის პოლიციამ, ანტიკონტრაბანდისტული ოპერაციის დროს, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ბიბლიის, სავარაუდოდ, 1200 წლის წინანდელი ხელნაწერი აღმოჩინა, მას შემდეგ, რაც შეტყობინება მიიღო, რომ ვიღაც გარკვეული რელიგიური წიგნის შავ ბაზარზე გაყიდვას ცდილობდა.

დანაშაულში ექვსი პირი მონაწილეობდა. მათგან სამი ადამიანი ადგილზე დააკავეს, დანარჩენი სამი კი მოგვიანებით აიყვანეს.

ბიბლიის შესახებ, ჯერჯერობით, მხოლოდ აღწერილობითი ინფორმაცია არსებობს, გაურკვეველია მისი წარმოშობა.

კომენტარები

კომენტარი