საშემსრულებლო ხელოვნება

როიალი, რომელიც 20 ინსტრუმენტს აერთიანებს

უკრაინელმა მუსიკოსებმა ძველი, ვინტაჟური როიალისგან შექმნეს ახალი ინსტრუმენტი, რომელიც 20 სხვადასხვა ჟღერადობას აერთიანებს. ეს უკანასკნელი სრულად აკუსტიკურია და არ შეიცავს ელექტრონულ კომპონენტებს.

მუსიკალური ბენდის Brunettes Shoot Blondes წევრებმა გადაწყვიტეს შეექმნათ მრავალხმიანი ანალოგური ინსტრუმენტი, რომელიც ერთა დამიანს საშუალებას მისცემდა ერთდროულად რამდენიმე ინსტრუმენტი დაეკრა, როგორებიცაა, მაგალითად: მარიმბა, ტამბურინი, თეფშები და ა.შ.

ამასთანავე, როიალს გააჩნია სპეციალური მექანიკური დივაისები, რომლებიც საშუალებას იძლევა დაუკრა ვიოლინო, ჩელო ან ორღანი.

კომენტარები

კომენტარი