ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

10 თებერვალს თბილისში “ჰარი პოტერის ღამე 2019” გაიმართება

10 თებერვალს, “ყველაზე წიგნიერის”, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა” და “საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის თანამშრომლობით, “ჰარი პოტერის ღამე 2019″ გაიმართება.

ღონისძიება წარმოდგენილი იქნება ასაკის შესაბამისად გადანაწილებული თამაშები, კონკურსები, საჩუქრები და სიურპრიზები.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე გამოვლინდება საუკეთესო კოსტიუმის ავტორი.

ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება.

“თუ 10 თებერვალი აქამდე თქვენთვის უმნიშვნელო თარიღი იყო, ამიერიდან იცოდეთ, რომ ეს ის დღეა, როდესაც ჯადოსნური ჯოხები უნდა მოიმარჯვოთ და წლის ყველაზე მაგიური მოვლენისთვის მოემზადოთ!

10 თებერვალს ყველას: პატარებსა თუ დიდებს, მაგლებსა თუ ჯადოქრებს, ჰოგვორსტის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში მოგზაურობა გელით!

ღონისძიება გაიმართება 5 ნაკადად (თითო ნაკადისთვის განსაზღვრულია 1 საათი) – თითოეული ნაკადი შესაბამის ასაკობრივ ჯგუფად იქნება დაყოფილი.

რეგისტრაციის დასტურს მითითებულ ელექტრონულ მისამართზე მიიღებთ. გთხოვთ, დარეგისტრირდეთ შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში:

► 5-10 წელი – https://tinyurl.com/y7qokvrq
► 11-15 წელი – https://tinyurl.com/y9bk52jv
► 16+ წელი – https://tinyurl.com/yaxvzm97

გაითვალისწინეთ, მსურველთა რაოდენობა შეზღუდულია, ასე რომ იჩქარეთ. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის გვერდს.” – წერია ღონისძიების აღწერაში.

შეგახსენებთ, რომ Harry Potter Book Night მთელი მსოფლიოს მასშტაბით წელს უკვე მეხუთედ იმართება და ერთგული პოტერომანებისთვის შესანიშნავი საშუალებაა, კიდევ ერთხელ იმოგზაურონ ჯადოსნურ სამყაროში და მაგია ახალ მკითხველსაც გაუზიარონ.

კომენტარები

კომენტარი