კინო

“ბოჰემიური რაფსოდიის” რეჟისორს პედოფილიის სკანდალის გამო, BAFTA-ს ნომინაციაზე აღარ წარადგენენ

“ბოჰემიური რაფსოდიის” რეჟისორი ბრაიან სინგერი ბრიტანული კინოაკადემიისა და სატელევიზიო ხელოვნების (BAFTA) პრემიის ნომინანტებიდან მოხსნეს. ამის მიზეზად რეჟისორის პედოფილიასთან დაკავშირებული სკანდალი სახელდება.

“მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქცევა სრულიად მიუღებელი და შეუთავსებელია ჩვენს ღირებულებებთან” – ნათქვამია BAFTA-ს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ თავად რეჟისორი ყველა ბრალდებას უარყოფს, ამიტომ, სანამ საქმეს ბოლომდე არ გამოიძიებენ, ბრაიან სინგერი ნომინანტთა სიაში ვერ მოხვდება.

ამასთან, “ბოჰემიური რაფსოდია” ისევ რჩება “საუკეთესო ბრიტანული ფილმის” ნომინანტთა სიაში. აგრეთვე, სიაში რჩება ყველა კანდიდატი, ვინც ფილმზე მუშაობდა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი