თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორიგი TEDx ღონისძიება ჩატარდა. აუდიტორიას ჰქონდა საშუალება მოესმინა სხვადასხვა საინტერესო და სასარგებლო გამომსვლელისათვის. აშშ–ში დაფუძნებული TED გამოსვლები უკვე მთელ მსოფლიოშია სახელგანთქმული . საინტერესოა, როგორ შეიძლება მსგავსმა ბრენდმა სახელი მოიხვეჭოს ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა?!
საქართველოში TEDxის ბრენდის მიღწეული წარმატების აღსაწერად მედია ანალიზ კომპანია ნეთიქლმა სოციალური მოსმენის ავტომატიზებული ინსტრუმენტი გამოიყენა. მათ მიერ შექმნილმა ალგორითმმა მოიძია ყველა ის ონლაინ კონტენტი (სტატიები, ბლოგები, ვიდეოები, პოსტები და კომენტარები) რომელიც შეიცავდა სიტყვა TEDx თბილისსა და მის სინონიმებს. სისტემამ გაანალიზა ეს ხსენებები და ამოიცნო თუ რამდენი დადებითი, უარყოფითი და ნეიტრალური ფრაზა დაფიქსირდა. ასევე, ამოიცნო ის საკვანძო თემები, ბრენდები, ადგილები, ვებგვერდები და პერსონები, რომელთან ერთადაც გაიჟღერა ბრენდის სახელმა.
საბოლოო ჯამში, „ნეთიქლ“–მა მიმოიხილა TEDx–ის აქტივობა ქართულ მედია სივრცეში 2018 წლის1 ნოემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. დაფიქსირდა, რომ სოციალურ მედიასა დაპრესაში ეს თემა 375-ჯერ იყო ნახსენები. ამდენი ხსენების ერთდროულად მოძიება და შეკრება დროის დამზოგველია, თუმცა მანუალურად ამის შესრულება შეუძლებელია. ავტომატურისისტემის მეშვეობით კი მისი ვიზუალიზაცია ხდება ერთ პანელზე, დიაგრამებისა და ცხრილების სახით. ხსენებათა 59% დაფიქსირდა სტატიებში, 7% – ახალ ამბებში საწყის გვერდებზე, 33% კი – ვიდეოს აღწერებსა და მათზე დართულ კომენტარებში.
ხსენებათა განაწილება პლატფორმებისმიხედვით (წყარო: Neticle.ge)
როგორც აღვნიშნეთ, ხსენებათა უმეტესობა დაფიქსირდა პრესაში. ჯამში, TEDx თბილისი ახსენეს 249 სტატიასა და ახალ ამბავში. პრესაში გამოქვეყნდა ნეიტრალური ხასიათის სტატიები, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას ღონისძიების ჩატარების შესახებ. როგორც დიაგრამაზეა ნაჩვენები, ბრენდის აქტივობა პრესაში ატარებს პერიოდულ ხასიათს და ის ღონიძიების ჩატარებამდე ან მისი დასრულების შემდეგ მოკლეპერიოდშია აქტუალური.
ხსენებათა დღიური რაოდენობა (წყარო: neticle.ge)
„ნეთიქლ“–მა ასევე მოიძია საკვანძო თემები, მათ შორის იყო: თბილისი, საქართველოს ბანკი, უნივერსიტეტი, რიგი და კონფერენცია. ეს ხსენებები უმეტესად დაფიქსირდა ახალ ამბებში, სადაც ინფორმაციის გაჟღერება იმის შესახებ, რომ ღონისძიება ტარდებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო სპონსორი იყო საქართველოს ბანკი. ვიდეოების კომენტარებში ფიქსირდებოდა თავად TEDx–ის ხსენება, თუმცა არ მოიცავდა რაიმე სპეციფიურ და საინტერესო ინფორმაციას თბილისის ღონისძიებასთან დაკავშირებით.
ძირითადი თემები (წყარო: neticle.ge)
„ნეთიქლ-ს” ასევე აინტერესებდა სად წერდნენ ყველაზე მეტს ქართული TED კონფერენციის შესახებ. ნათელია გახდა, რომ ყველაზე აქტიური საიტი იყო YouTube, ამავე დროს ხსენებათა დანარჩენი რაოდენობა დაფიქსირდა ონლაინგაზეთების პლატფორმებზე.
ყველაზე აქტიური ვებსაიტები თემასთან დაკავშირებით (წყარო Neticle.ge)
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვამ, რომ TEDxთბილისის კვალი ონალინ სივრცეეშიძირითადად პრესის კომპონნენტში გვხვდება დასოციალური მედიის კომენტარებში მას ნაკლებადგანიხილავენ. ეს უფრო მეტად სამწუხაროა, რადგან TED გამოსვლები ძალზე შთამაგონებელი და საინტერესოა. თუმცა საქართველოში ჩატარებული TEDx კონფერენციები, ეს ისაა რითიც შეგვიძლია ვიამაყოთ.
კომენტარები
