სტილი, დიზაინი

ენჯი შერბურნი დემნა და გურამ გვასალიებს ქურდებს უწოდებს

24 წლის მოდელი, ენჯი შერბურნი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც Vetements-ის მფლობელებს, დემნა და გურამ გვასალიებს ქურდებს უწოდებს.

მოდელის თქმით, მათ 19 წლის ასაკში გადაუღეს ფოტო, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ტანსაცმელის წარმოსაჩენად უნდა გამოეყენებინათ, თუმცა წლების განმავლობაში არაერთხელ გამოჩნდა სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე.

პირველ ასეთი შემთხვევა ტოკიოში მაღაზიის გახსნისას იყო, როცა გვასალიებმა შერბურნის სურათი ბანერად გამოიყენეს, რაზეც ენჯის სააგენტომ მათ ფული მოსთხოვა, თუმცა დემნასა და ახალგაზრდა მოდელის მეგობრობამ მაღაზიას ეს ხარჯი თავიდაან აარიდებინა.

მეორე შემთხვევაში, როდესაც სააგენტომ იმავე მოთხოვნით მიმართა დიზაინერს, მან უარი განაცხადა გადახდაზე და, როგორც მოდელი იხსენებს:

“სამაგიეროდ, შემომთავაზეს, რომ ინსტაგრამზე დამთაგავდნენ და ყვავილებს გამომიგზავნიდნენ”.

მოდელის თქმით, ამ თემაზე ახლა იმიტომ ალაპარაკდა, რომ უამრავი ადამიანი ეკითხება, რას ფიქრობს ვეტმოს შესახებ. შერბურნი დემნა და გურამ გვასალიებს ქურდებს უწოდებს:

“ამ ქურდებისგან აღარაფრის მიღებას ველი და დამიჯერეთ, ფული ერთადერთი რამ არაა, რაც მათ ადამიანებს მოპარეს”.

კომენტარები

კომენტარი