საშემსრულებლო ხელოვნება

PINK-ს ჰოლივუდში ვარსკვლავი გაუხსნეს

ამერიკელ მუსიკოსს, პინკს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.

“ეს არარეალურია. ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი ჩემს კარიერაზე, რომლის შექმნაც როგორღაც შევძელი. ხმის ჩამწერ სტუდიასთან პირველი კონტრაქტი 23 წლის წინ გავაფორმე”, – თქვა ორი გრემის მფლობელმა მუსიკოსმა.

თავისი ცხოვრების ამ საპატიო მომენტში პინკმა ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გაიხსენა, რომელთა მიღებაც მოუწია. მათ შორის იყო გოგოების მუსიკალური ჯგუფიდან წამოსვლა და ნარკოტიკების გავლენიდან გათავისუფლება.

“იმ ყველაფერს მივაღწიე, რისი მიღწევაც მსურდა, რადგან ყოველთვის ვიცოდი, რა იყო ჩემი ძლიერი მხარე. მე არ ვყიდი სექსს, არ ვყიდი პარფიუმერიას, არ ვარ ყველაზე ლამაზი და არც საუკეთესო ვარ. საკმარისი ნიჭი მაქვს, ვმუშაობ ჩემს სფეროში, თავი დახრილი მაქვს და მე ვიგებ. და მე არ ვნებდები. შეიძლება ვერ გამეყიდა ჩანაწერი, მაგრამ ჩემს კონცერტებზე არენა სავსე იყო. მე არ მჭირდება პოპულარობის კონკურსში გამარჯვება. მე უბრალოდ მსურდა, რომ ტურნეებზე მევლო და მინდოდა დიდებული ვყოფილიყავი და მე ეს შევძელი! და ახლა, როცა თითქმის 40 წლის ვარ, ვამბობ, რომ ჩემს საქმეში დიდებული ვარ”, – თქვა მომღერალმა ემოციური გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი