საშემსრულებლო ხელოვნება

Disney-მ ჩინური ახალი წლისთვის პოსტერები შექმნა

როგორც იცით, ჩინეთში ახალი წელი 5 თებერვლიდან აღინიშნება.  ჩინური ახალი წელი ცნობილია, როგორც მთვარის ახალი წელი ან გაზაფხულის ფესტივალი და როგორც წესი, ყოველ წელს სხვადასხვა დროს აღინიშნება.

ჩინური ახალი წლის ზუსტი დრო მთვარის ციკლზეა დამოკიდებული და ახალი წლის პირველი ახალმთვარეობის დროს დგება. ამიტომ, დღესასწაული 21 იანვრიდან 21 თებერვლამდე ერთ–ერთ დღეზე მოდის.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩინური წელთაღრიცხვა უძველესი დროიდან ეყრდნობა მთვარის კალენდარს და მსოფლიოში საზოგადოდ მიღებულს არ ემთხვევა. ჩინური კალენდრის მიხედვით, ახლა არა 2019, არამედ 4717-ე წელი დადგა.

წლის მთავარი სიმბოლო ღორია, რომელიც ჩინურ ზოდიაქოში ენთუზიაზმისა და ოპტიმიზმის გამომხატველია.

“არტნიუსი” გთავაზობთ პოსტერებს, რომლებიც ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებით, სტუდია Disney-მ აღმოსავლური კულტურისთვის დამახასიათებელი ელემენტებით შექმნა.

“სათამაშოების ისტორია”

“კაპიტანი მარველი”

“შურისმაძიებლები”

“დამბო”

“ალადინი”

“მეფე ლომი”

“ცივი გული”

 

 

კომენტარები

კომენტარი