კინო

ლიამ ნისონის ფილმის პრემიერა რასისტული განცხადების გამო გაუქმდა

ლიამ ნისონის მონაწილეობით გადაღებული ფილმის “Cold Pursuit”  პრემიერა, რომელიც ნიუ-იორკში უნდა გამართულიყო – გაუქმდა. მიზეზად მსახიობის რასისტული განცხადება დასახელდა.

კერძოდ, ლიამმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ადრე, როდესაც მისი ახლობელი შავკანიანმა გააუპატიურა, ის (ნისონი) ქუჩაში ბრაზმორეული იარაღით გადაადგილდებოდა, რა დროსაც თითქმის შემოაკვდა უდანაშაულო აფრო-ამერიკელი.

ჟურნალისტებს ფილმ “Cold Pursuit”-ისთვის დაგემგილი ღონისძიების გაუქმების შესახებ დაწყებამდე ორი საათით აცნობეს.

მოგვიანებით მსახიობმა ABC-სთან ინტერვიუში თქვა: “მე რასისტი არ ვარ”. მსახიობმა რამდენიმე დღის წინანდელი გამონათქვამი განმარტა.

კომენტარები

კომენტარი