საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

მუსიკალური ჯგუფები, რომლებიც ჰოლივუდის მსახიობებმა შექმნეს

ჰოლივუდის ბევრი მსახიობისთვის მუსიკა არა მხოლოდ ჰობი, არამედ მეორე პროფესიაა.  “არტნიუსი” გთავაზობთ იმ მუსიკალური ჯგუფების ჩამონათვალს, რომლებიც ჰოლივუდის მსახიობებმა შექმნეს.

30 seconds to Mars

მსახიობმა ჯარედ ლეტომ დააარსა ალტერნატიული როკ-ჯგუფი, სახელწოდებით “30 seconds to Mars”, 1998 წელს.

Hollywood Vampires

“კარიბის ზღვის მეკობრეების” ვარსკვლავი, ჯონი დეპი 2015 წლიდან საკმაოდ აქტიურად მუშაობდა საკუთარ როკ-პროექტზე. ჯგუფის წევრებს შორის არიან Aerosmith-ის გიტარისტი ჯო პერი და გლემ-როკის მეფე, ელის კუპერი.

 

Dead Man’s Bones

მსახიობ რაიან გოსლინგისა და მისი მეგობრის, ზაკ შილდსის პროექტი. ჯგუფის პირველი ალბომი 2009 წლის 6 ოქტომბერს გამოვიდა.

The Bacon Brothers

ამერიკელი მსახიობი კევინ ბეიკონი და მისი უფროსი ძმა, მაიკლი, ბავშვობიდან უკრავენ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე. 1995 წელს კი დააარსეს ჯგუფი, რომელიც ქანთრის სტილის მუსიკას ქმნის. მათი უკანასკნელი ალბომი 2018 წელს გამოვიდა.

Tenacious D

მსახიობ ჯეკ ბლექის ჯგუფი, რომელიც, ძირითადად იუმორისტულ სიმღერებს ქმნის. ჯგუფს გამოშვებული აქვს 4 ალბომი.

30 Odd Foot of Grunts
ამ ჯგუფის გიტარისტი და ვოკალისტი გახლავთ ავსტრალიელი მსახიობი, რასელ ქროუ – “გლადიატორისა” და “ბრწყინვალე გონების” ვარსკვლავი.

Kevin Costner & Modern West
ჯგუფი ამერიკელი მსახიობისა და რეჟისორის, კევინ კოსტნერისა და მისი მეუღლის შექმნილია. ისინი წერენ პოზიტიური ფოლკ-როკის ჟანრის მუსიკას. ეს ჟანრი ითავსებს როგორც ხალხური მუსიკის, ასევე ტრადიციული როკ-მუსიკის ელემენტებს.

The Accelerators

მსახიობ ბრიუს უილისის ჯგუფი, რომელიც 90-იან წლებში შეიქმნა. ცნობილია, რომ მსახიობი კონცერტებიდან შემოსულ თანხას საქველმოქმედო ფონდებში რიცხავს.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი