შემოქმედებითი ინდუსტრიები

სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი საქველმოქმედო ფონდი შექმნა

სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი საქველმოქმედო ფონდი დაარსა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალური Facebook გვერდიდან ვრცელდება:

“უკვე შეიქმნა და ოფიციალურად დარეგისტრირდა „სალომე ზურაბიშვილის საქველმოქმედო ფონდი“.

ფონდი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ინოვაციურ პროექტებს მოიძიებს და დააფინანსებს.

იმედი მაქვს, რომ ფონდი აქტიურად იმუშავებს და ხელს შეუწყობს საზოგადოებისათვის საჭირო, ბევრ სასიკეთო წამოწყებას” – ნათქვამია განცხადებაში.

საკუთარი საქველმოქმედო ფონდის შექმნის იდეა ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზეც გააჟღერა. პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ხელფასზე უარს ამბობდა და თანხას სწორედ ამ ფონდში გადარიცხავდა.

“ქველმოქმედების, ნოვაციის ხელშეწყობა აუცილებელია, პრეზიდენტი უნდა იყოს ერთგვარი მფარველი ამ ქმედებების. ამიტომ გადაწყვიტე, მოვძებნოთ ფორმა, რომ ჩემი ეგიდითა და საზოგადოებრივი პირების დახმარებით, კერძო საწყისზე შეიქმნას ფონდი, სადაც მე პირველ რიგში გადავრიცხავ ჩემს ხელფასს. იმედი მაქვს, სხვებიც გამომყვებიან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი