კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

წელს “ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიას წამყვანი არ ეყოლება

წელს, “ოსკარის” დაჯილდოების ცერემონია 24 თებერვალს, წამყვანის გარეშე ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ  Reuters-ი წერს და ავრცელებს ტელეკომპანია ABC-ის გასართობი გადაცემების დირექტორის, კერი ბერკის განცხადებას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “ოსკარის” დაჯილდოების წამყვანის გარეშე ჩატარება პროდიუსერების გადაწყვეტილებაა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა კინოაკადემიამაც და ტელევიზიამაც, რომელიც ცერემონიას პირდაპირი ტრანსლაციით უჩვენებს.

შეგახსნებთ, რომ მანამდე, მსახიობმა კევინ ჰარტმა „ოსკარის“ ცერემონიის წაყვანაზე უარი თქვა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად მან ლგბტ თემის მიმართ წარსულში ნათქვამი განცხადებები დაასახელა, რომლებიც პრესაში დაიბეჭდა მას შემდეგ, რაც ამერიკულმა კინოაკადემიამ განაცხადა, რომ 2019 წლის „ოსკარის“ ცერემონიას კევინ ჰარტი გაუძღვებოდა.

კომენტარები

კომენტარი