ვიზუალური ხელოვნება

ბენქსის თვითგანადგურებადი ნახატი გერმანიის მუზეუმში გამოფინეს

ბენქსის თვითგანადგურებადი ნახატი, რომელიც გასულ წელს სოტბის აუქციონზე გაყიდვისთანავე განადგურდა, გერმანიის მუზეუმში გამოფინეს – მხოლოდ მას შემდეგ, რაც ორგანიზატორები დარწმუნდნენ, რომ ქაღალდის მჭრელი მექანიზმი აღარ იყო აქტიური.

მუზეუმის დამთვალიერებლები ბენქსის ნახატს უფასოდ დაათვალიერებენ.

შეგახსენებთ, 2018 წლის 6 ოქტომბერს ნა­ხა­ტი “გოგონა ბუშტით” ლონ­დონ­ში, სოტ­ბის აუქ­ცი­ონ­ზე 1.4 მლნ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და. ტი­ლო­ზე ცნო­ბი­ლი გო­გო­ნა იყო, გუ­ლის ფორ­მის ბუშ­ტით.

გა­ყიდ­ვი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ნა­ხატ­მა „სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­ნად­გუ­რე­ბა“ და­ი­წყო – რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ჩარ­ჩო­ში ხე­ლო­ვან­მა შრე­დე­რი (ქა­ღალ­დის გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი) ჩას­ვა.

აუქ­ცი­ო­ნის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თქმით, შრე­დე­რის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცოდ­ნენ.

ამას­თან, არა­ვინ ამ­ბობდა, რო­გორ ამოქ­მედ­და მო­წყო­ბი­ლო­ბა დის­ტან­ცი­უ­რად, ნა­ხა­ტის გა­ყიდ­ვის­თა­ნა­ვე. მთელი დღის განმავლობაში საზოგადოება ცდილობდა გაერკვია რა მოხდა და ვინ იყო დამნაშავე. ცოტა ხნის შემდეგ კი ბენქსიმ თავის Instagram-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც თქვა, რომ ქაღალდის გამანადგურებელი აპარატი რამდენიმე წლის წინ თავად ჩაამაგრა ნახატში და როგორც თვითონ ამბობს, „იმ შემთხვევისთვის, თუ ოდესმე ნამუშევარს აუქციონზე გაიტანდნენ“.

მისტიკურმა მხატვარმა აღიარებით პოსტს, პიკასოს ციტატაც მიაწერა: „განადგურებისკენ სწრაფვაც შემოქმედებითი სურვილია“.

კომენტარები

კომენტარი