საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისის რიგით 22-ე ჯაზფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართა

თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, დედაქალაქი, 28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, თბილისის 22-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით, „თიბისი გალერეაში“ თბილისის პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, კომპანია „ისთერნ პრომოუშენსის“  დირექტორი გიორგი კერესელიძე და „თიბისი ბანკის“ მარკეტინგის დირექტორი ნინო ეგაძე უძღვებოდნენ.

სოფიო ხუნწარიამ ჯაზფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ  პროექტებზე ისაუბრა.

თბილისი არის საფესტივალო ქალაქი და ისუცილებლად გახდება რეგიონში კულტურის დედაქალაქი. ამას ცხადყოფს ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ თბილისში ჩამოდის ლეგენდარული მუსიკოსი და გიტარისტი პეტ მეთინი. გულშემატკივრები 15 წელი ელოდნენ, რომ  პეტ მეთინი ჩამოსულიყო თბილისში და  ღია ცის ქვეშ დაეკრა. ასევე, ხაზი უნდა გავუსვა  მნიშვნელოვან ტრადიციას, რომელსაც წელს ჩაეყრება საფუძველი: თბილისის ბიგ ბენდთან ერთად დაუკრავენ კონსერვატორიის სტუდენტები და სწორედ ისინი გახსნიან თბილისის ჯაზფესტივალს. ეს ტრადიცია მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება,“ – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

წლევანდელი ფესტივალის წამყვანი მონაწილეა 20 გრემის ჯილდოს მფლობელი, ლეგენდარული ამერიკელი ჯაზ გიტარისტი პეტ მეთინი. ფესტივალში,ასევე, მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, თბილისის მერიის ბიგ ბენდი და კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტის სტუდენტები, რევაზ კიკნაძის ხელმძღვანელობით.  

თბილისის 22-ე ჯაზ ფესტივალი 28 თებერვალს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ახალი პროექტითTbilisi Big Band & New Jazz Generation გაიხსნება. ეს იქნება კონცერტი, სადაც ძველი თაობა შეხვდება ახალს და სხვადასხვა თაობის მუსიკოსები მსმენელს ჯაზურკომპოზიციებს შესთავაზებენ.

1 მარტს კი ივენთ ჰოლის სცენას, ლეგენდარული პეტ მეთინის ტრიო დაიკავებს, რომლის შემადგენლობაში, ცნობილ ჯაზგიტარისტთან ერთად,  მუსიკოსები დერეკ ოლეჟკიევიჩი  და ჯონათან ბარბერი არიან.

ფესტივალი 2 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, პეტ მეთინისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტით დაიხურება.

უნიკალური პროექტის ფარგლებში, ლეგენდარული პეტ მეთინი მსმენელის წინაშე პროექტით – Missouri Skies and More წარდგება.

კომენტარები

კომენტარი