ვიზუალური ხელოვნება

“როგორი იქნებოდა სამყარო დღეს, პანგეა რომ არსებობდეს?”

არტისტმა და დიზაინერმა მასიმო პიეტრობონმა შექმნა რუკა, რომელიც პასუხობს კითხვას: “როგორი იქნებოდა სამყარო დღეს, პანგეა რომ არსებობდეს?”

ამ რუკას “პანგეა პოლიტიკა” ეწოდება, რომელიც არა მხოლოდ ილუსტრაციულ, არამედ პოლიტიკურ დატვირთვასაც ატარებს. ის განასახიერებს იდეას, რომ საზღვრები მხოლოდ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებია და არაფერი აქვს საერთო ბუნებრივ მოვლენებთან.

გარდა ამისა, ავტორი მიზნად ისახავს მსოფლიო კონფლიქტების აბსურდულობის გააზრებასა და მნახველისთვის გადაცემას.

რუკაზე, ერთი შეხედვით, ყველაზე მოულოდნელი მეზობლები გვევლინებიან, როგორებიცაა: ანტარქტიკა და ავსტალია, რუსეთი და ჩრდილოეთ ამერიკა, აფრიკა და შეერთებული შტატები.

“სამყაროს ერთ კონტინენტად გაერთიანება გამოხატავს პლანეტისა და ადამიანთა რასებს შორის ერთიანობის დაბრუნებას, იმგვარი დაყოფისგან გათავისუფლება, როგორიც ჩვენ მმართველებს კონფორტში აცხოვრებს” – აღნიშნავს პიეტრობონი საკუთარი ნამუშევრის შესახებ.

პანგეა (“მთლიანი დედამიწა”) – სუპერკონტინენტია, რომელიც არსებობდა დაახლოებით 250 მილიონი წლის წინ, სანამ ის გაიყოფოდა დღეს არსებულ კონტინეტებად.

© and courtesy of Massimo Pietrobon

კომენტარები

კომენტარი