კულტურა

NYPOST: ალექსანდრე მაკედონელი ცოცხლად დამარხეს

ალექსანდრე დიდის, იგივე ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილი საუკუნეების მანძილზე ბურუსით იყო მოცული, თუმცა უახლესმა კვლევამ, რომელზეც NYPOST-ი წერს, გამოააშკარავა გარდაცვალების მიზეზი, რომელსაც ისტორიკოსები ვერ წარმოიდგენდნენ.

უძლიერესი მმართველი და მხედართმთავარი მოიცვა ავადმყოფობამ, რომელმაც მისი პარალიზება მოახდინა, რის შედეგადაც მას შეეზღუდა მოძრაობის, საუბრისა და სუნთქვის უნარი.

ეს ნიშნავს, რომ მაკედონელი, დიდი ალბათობით, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც მებრძოლებმა მისი სხეული დაკრძალვისთვის მოამზადეს.

“მისი კუნთები პარალიზებული იყო, რის გამოც ექიმებმა ვერ შეამჩნიეს, რომ იგი ჯერ კიდევ სუნთქავდა და ის გარდაცვლილად გამოაცხადეს” – განმარტავს კვლევა.

იმპერატორი ბაბილონში 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც მეცნიერები განმარტავენ, ისტორიკოსების მიერ აღწერილი მდგომარეობა, რომელშიც “გარდაცვლილი” ალექსანდრე იმყოფებოდა, გიიენ-ბარეს სინდრომს ემთხვევა. ეს უკანასკნელ ადამიანს მაშინ ემართება, როდესაც იმუნური სისტემა ნერვულ სისტემას უტევს.

მაკედონელს, სავარაუდოდ, გიიენ-ბარეს სინდრომი ექვსი ლიტრი ღვინის მიღების შემდეგ დაემართა.

ბერძენი ისტორიკოსები წერდნენ, რომ მათი მეფის გვამმა რამდენიმე დღის განმავლობაში ხრწნა არ დაიწყო, და ამიტომაც ის იყო ღმერთი. თუმცა, რეალობა სხვაგვარი გახლდათ: არ გაიხრწნა, რადგან ცოცხალი იყო.

კომენტარები

კომენტარი