ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

მწერალთა სახლი აცხადებს კონკურსს მოსწავლეებისთვის ლიტერატურისა და შემოქმედებითი წერის სახელოსნოში მისაღებად

მწერალთა სახლი აცხადებს კონკურსს მოსწავლეებისთვის ლიტერატურისა და შემოქმედებითი წერის სახელოსნოში მისაღებად.

სახელოსნოში მიიღებიან 13-15 წლის მოზარდები,  რომელთაც აინტერესებთ და უყვართ მხატვრული ლიტერატურა.

სახელოსნოს გაუძღვებიან მწერალი და დრამატურგი, პრემია „საბას“ ლაურეატი დავით გაბუნია და პოეტი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თორნიკე ჭელიძე.

სახელოსნოში მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად წაიკითხავენ და განიხილავენ წიგნებს, გაეცნობიან ლიტერატურული ჟანრების წარმოშობის ისტორიას და თავისებურებებს, დაწერენ ესეებს, იმუშავებენ საკუთარ მხატვრულ ტექსტებზე და ა. შ.

გაკვეთილებს ექნება პრაქტიკული ხასიათი − ყოველკვირეული დავალებებითა და მრავალფეროვანი სავარჯიშოებით, რომლებიც ხელს შეუწყობს წერისა და დისკუსიის უნარების განვითარებას.

ყოველი სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეებს  შესაძლებლობა ექნებათ საჯაროდ წარადგინონ საკუთარი ესეები და მხატვრული ტექსტები მწერალთა სახლში.

გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ.

სწავლა დაიწყება პირველ მარტს და დასრულდება ივნისის ბოლოს. სასწავლო პროცესი განახლდება ოქტომბრიდან.

სახელოსნოში მოსწავლეები მიიღებიან კონკურსის საფუძველზე.

გთხოვთ, საკონკურსოდ გამოგვიგზავნოთ 300 სიტყვიანი ესე თემაზე,  „ჩემი საყვარელი წიგნი“.

ესეები გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე – nbekishvili@writershouse.ge

საკონკურსო ესეები მიიღება 22 თებერვლამდე.

 

კომენტარები

კომენტარი