კინო

Disney “ზოოტოპიის” 2 სიქველს გადაიღებს

სტუდია Disney-ს ანიმაციური ფილმი – “ზოოტოპია”, რომელმაც კრიტიკოსებისა და მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა და საუკეთესო ანიმაციური ფილმის ნომინაციაში “ოსკარიც” მიიღო, ტრილოგია გახდება. ამის შესახებ ანიმაციური ფილმის გამხმოვანებელმა Twitch-ის პირდაპირი ეთერის საშუალებით გნაცხადა.

“მე ვმუშაობ “ზოოტოპიის” კიდევ ერთ ნაწილზე სტუდია “დისნეისთან” ერთად. ვაკეთებთ ტრილოგიას და ეს იქნება ყველაზე დიდი მულტფილმი “დისნეის” ისტორიაში”.

გავრცელებული ინფორმაციით, მულტფილმის რეჟისორი ისევ ბაირონ ჰოვარდი იქნება. პრემიერის თარიღი კი, ჯერჯერობით, უცნობია.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი