საშემსრულებლო ხელოვნება

გარდაიცვალა ჰიპ ჰოპ არტისტი შავი პრინცი

ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტი, შავი პრინცი გარდაიცვალა.

შავი პრინცი აკაკი ბაბუნაშვილის სასცენო სახელი იყო.

არტისტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისი მეგობრებისგან ირკვევა.

გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვალების მიზეზი თირკმლის უკმარისობა გახდა.

შავმა პრინცმა მუსიკალური კარიერა 1990-იანი წლების დასაწყისში, ქუთაისში დაიწყო. 1995 წელს მან ყველაზე ცნობილი ჰიპ ჰოპ კოლექტივი “ძებნილი” შექმნა.

კომენტარები

კომენტარი