კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

Google Assistant-ის რეკლამაში Home Alone-დან მძარცველი გამოჩნდა

Google Assistant-ის რეკლამაში Home Alone-დან კევინის შემდეგ ჯო პესკი პერსონაჟი, მძარცველი გამოჩნდა.

ფილმის ბოროტმოქმედი პერსონაჟისგან განსხვავებით რეკლამაში ჯო ბევრად უფრო კეთილშობილი და მომღიმარი ჩანს. ის გაზრდილ კევინს მეგობებთან ერთად ტელევიზორში ადევნებს თვალს და საკუთარი გმირის გამოჩენასაც სიხარულით ხვდება.

“მაგრად შევასრულე” – ამბობს ის და სხვებიც მხიარულად ულოცავენ ფილმში გამოჩენას.

გუგლ ასისტენტი ხელოვნური ინტელექტია, რომელიც ანდროიდის მობილურებში გვხვდება. მისი საშუალებით, ორმხრივი საუბრის წამოწყებაცაა შესაძლებელი. სხვა უამრავ ფუნქციასთან ერთად, გუგლ ასისტენტით დისტანციური შეკვეთების გაკეთებაც შეიძლება, რასაც ამერიკელი მომხმარებელი ყოველდღიურად იყენებს.

კომენტარები

კომენტარი