კულტურა

ზოგადი უნარები ყველაზე უფრო დემოკრატიულია | გია ნოდია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებას, სასკოლო-საატესტატო გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებით, ფილოსოფოსი, განათლების ყოფილი მინისტრი და ლექტორი გია ნოდია ეხმიანება.

ცენტრალიზებულად ჩატარებული გამოცდების რაოდენობა რომ შემცირდეს, ამის არგუმენტები ნამდვილად არსებობდა. მაგრამ უნარ-ჩვევების ტესტის გაუქმება და ენების ტესტების შენარჩუნება სავალდებულოს სახით სრულიად გაუმართლებელია. უნარ-ჩვევების ტესტი ყველაზე უფრო ობიექტურად ზომავს აბიტურიენტის მზაობას უმაღლეს სასწავლებელში სწავლისთვის. მათ შორის, სხვათა შორის, ის მშობლიური ენის (ანუ რა ენაზეც ტესტი ტარდება) ფლობის დონესაც ძალიან კარგად ზომავს. გარდა ამისა, ის ყველაზე უფრო “დემოკრატიულია” იმ აზრით, რომ მას რეპეტიტორი სხვასთან შედარებით ყველაზე ნაკლებ სჭირდება.

ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად გაუგებარი და კონტრ-პროდუქტიულია. იმედია, წამყვანი უნივერსიტეტები გაბედავენ უნარ-ჩვევების ტესტის შენარჩუნებას.

კომენტარები

კომენტარი