არქიტექტურა, არქეოლოგია

სავარაუდოდ, ამელია ერჰარტის დაკარგული თვითმფრინავი იპოვეს

ცნობილი პილოტის, ამელია ერჰარტის გაუჩინარება დიდი ხნის განმავლობაში ბუნდოვანი იყო, რასაც არაერთი მკვლევარი შეუპყრია. ამელია და მისი ნავიგატორი ფრედ ნუნანი 1936 წელს ორძრავიანი მონოპლანით “Lockheed Model 10 Electra” მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ წავიდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ფრენა ტრაგიკულად დამთავრდა, რასაც მათი სიცოცხლე შეეწირა.

მას შემდეგ, ამ ტრაგედიის არაერთი ინტერპრეტაცია გაჩნდა. ზოგი ამბობდა, რომ პილოტი და ნავიგატორი ოკეანეში ჩავარდნის შემდეგ კუნძულზე მოხვდნენ და იქ დაიღუპნენ. ზოგის აზრით, კი ისინი იაპონიამ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა.

მკვლევარების ჯგუფი აცხადებს, რომ მათ ბუკას კუნძულთან ახლოს (პაპუა ახალი გვინეა), სავარაუდოდ, Electra იპოვეს.

პროექტის “ლურჯი ანგელოზი” მყვინთავები ამბობენ, რომ პირველი ნიშები, რომლებიც ერჰარტის მონოპლანს ემთხვეოდა მათ 2018 წლის აგვისტოში აღმოაჩინეს.

“ბუკას კუნძული ამელიასა და ფრედის ფრენის ტრაექტორიაზე ძევს, თუმცა, აქამდე, ჯერ არავის უცდია აქ მათი მოძებნა” – ამბობს პროექტის დირექტორი საკუთარ განცხადებაში.

“რაც ვიპოვეთ, ჯერჯერობით, ყველაფერი ემთხვევა მათი საფრენი აპარატისას”.

“ჩვენ, ჯერ კიდევ ვცდილობთ, მივაკვლიოთ ზუსტ პასუხს – ვისი მონოპლანია აღმოჩენილი. არ გვინდა დარწმუნების გარეშე განვაცხადოთ, რომ ეს ამელიაა, თუმცა ყველაფერი გვაფიქრებინებს რომ სწორედ ასეა” – აცხადებენ მკვლევრები.

კომენტარები

კომენტარი