ლიტერატურა

ჯერომ სელინჯერის უცნობი ნაწერები გამოქვეყნდება

ლეგენდარული ამერიკელი მწერლის, ჯერომ სელინჯერის უცნობი ჩანაწერები გამოქვეყნდება, – ამის შესახებ გამოცემა TheGuardian-ი წერს.

ნებართვა მწერლის ოჯახმა გასცა და როგორც სელინჯერის ვაჟმა მედიას განუცხადა, მწერალი 50 წლის განმავლობაში წერდა, აქედან საკმაოდ დიდი მასალა ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელია.

ჯერომ სელინჯერი ავტორია მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რომანისა “თამაში ჭვავის ყანაში“. ათწლეულების განმავლობაში ის ნიუ-ჰემპშირის შტატში საზოგადოებისგან განცალკევებით, თვითიზოლაციაში ცხოვრობდა. „თამაში ჭვავის ყანაში“, თავისი უკვდავი მთავარი პერსონაჟით – მეამბოხე თინეიჯერ ჰოლდენ კოლფილდით, 1951 წელს გამოქვეყნდა და უდიდესი გავლენა იქონია როგორც ამერიკელ, ისე საბჭოთა, მათ შორის, ქართველ მკითხველზე.

ჯერომ დევიდ სელინჯერმა თავისი საეტაპო რომანი, „თამაში ჭვავის ყანაში“, ზრდასრული მკითხველისთვის დაწერა, თუმცა გაუცხოების, უმანკოებისა და ამბოხების თემებმა ეს წიგნი საოცრად პოპულარული გახადა სხვადასხვა ქვეყნის თინეიჯერებს შორის.  მსოფლიოში ამ რომანის 60 მილიონამდე ეგზემპლარია გაყიდული.

შეგახსნენებთ, რომ მწერალი 2010 წლის 27 იანვარს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი