კინო

გიორგი სიხარულიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის Fatherland ჩვენება აშშ–ში, სანდენსის კინოფესტივალზე გაიმართა

24 იანვარს ქართველი რეჟისორის, გიორგი სიხარულიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის მამული/Fatherland ჩვენება აშშ–ში, სანდენსის კინოფესტივალზე გაიმართა.

როგორც რეჟისორმა “არტნიუსს” განუცხადა, ფილმი ნომინირებულია საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჯილდოზე.

კითხვაზე თუ რა რეაქცია მოჰყვა მას მაყურებელთა მხრიდან, გიორგიმ შემდეგნაირად გვიპასუხა:

“რამდენიმე დისტრიბუციის კომპანია დაინტერესდა. მაყურებლებისგანაც საინტერესო რეაქცია მივიღეთ.”

“მამულის” მთავარი გმირი სტალინია. ფილმი სტალინის, როგორც სულიერი მამის, მეგობრისა და გადამრჩენელის მიმართ ხალხის დამოკიდებულებაზე მოგვითხრობს. ამასთან ერთად, ფილმში გვაქვს პასუხები კითხვებზე თუ რა არის რწმენა და სადამდე შეიძლება მიიყვანოს რწმენამ ადამიანი.

სანდენსის კინოფესტივალი, ყოველწლიური ფესტივალია, რომლის  მიზანიც ამერიკული ფილმების ჩვენება, გამოფენა და დამოუკიდებელი კინოს პოტენციალის აღნიშვნაა. ფესტივალი ყოველწლიურად მოიცავს შემდეგ საკონკურსო პროგრამებს: ამერიკული და საერთაშორისო მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, როგორც სრულმეტრაჟიანი, ისე – მოკლემეტრაჟიანი. ასევე, ცალკე განყოფილება ყოველთვის ეთმობა იმ არასაკონკურსო ფილმებს, რომელთა შორისაცაა დამწყები და უკვე ღვაწლმოსილი რეჟისორების ფილმების პრემიერები.

“სანდენსის” საერთაშორისო კინოფესტივალი ამერიკის შეერთებულ შტატებში, იუტას შტატში ყოველწლიურად ტარდება ტარდება.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი