სტილი, დიზაინი

“თბილისის მერს, კახა კალაძეს Vetements-ის ჰუდი აცვია” | დიზაინერი დემნა გვასალია

ქართველმა დიზაინერმა და Vetements-ის დამფუძნებელმა დემნა გვასალიამ Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე თბილისის მერის, კახა კალაძის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მას Vetements- ის ჰუდი პრინტით “ტანსაცმელი” აცვია.

„თბილისის მერს, კახა კალაძეს Vetements-ის ჰუდი აცვია” – წერს დიზაინერი.

ჰუდზე QR შტრიხკოდია დატანილი რომელზეც დატანებული  ცხოველები, აპლიკაციის მეშვეობით,  ტრიალს იწყებენ.

ჰუდი 2018 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექციიდან არის, რომლის მთავარი თემაც საქართველო გახლდათ.  კოლექციას SS19 ჰქვია და მასში ქართულწარწერებიანი სამოსი ჭარბობს. ინსპირაცია დიზაინერმა თავისი ოჯახის ისტორიიდან და 1992 წლის სოხუმის ტრაგედიიდან აიღო.

 

 

კომენტარები

კომენტარი