ვიზუალური ხელოვნება კინო

რუსი ავანგარდისტების მიერ შექმნილი კინოს პოსტერების შესახებ წიგნი გამოიცა

სტალინამდელ საბჭოთა კავშირში დაიწყო სახელოვნებო სივრცის დინამიკური გაფართოება. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი მედიის უახლესი ფორმების, კერძოდ კი კინოინდუსტრიის განვითარება იყო.

გამოცემა “Taschen”-მა რუსი ავანგარდისტების მიერ შექმნილი კინოპოსტერების შესახებ წიგნი გამოსცა, რომელიც კოლექციონერი სიუზან პეკის მიერ შეგროვებულ პოსტერებს მოიცავს.

“ახალმა პოლიტიკურმა სტრუქტურამ, რომელიც ბოლშევიკურმა რევოლუციამ წარმოშვა, შექმნა სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა და არტისტებს უბიძგა მრავალ სფეროში ექსპერიმენტების კეთებისკენ. ყველაზე მკაფიოდ ეს არქიტექტურაში, ინდუსტრიულ და გრაფიკულ დიზაინში გამოიხატა” – განმარტავს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ყოფილი დირექტორი.

სიუზან პეკი, რომელიც 1970-ანი წლებიდან ფილმების პოსტერების შეგროვებით იყო დაინტერესებული, აქვეყნებს 27 არტისტის 250-ზე მეტ ნამუშევარს, რომლებიც მას ამ პერიოდის განმავლობაში დაუგროვდა. კინო-პოსტერი პირველად 1965 წელს რუსული ავანგარდის წიაღში შეიქმნა, მანამდე სარეკლამოდ მარტივ ტიპოგრაფიკას იყენებდნენ.

“თავდაპირველად, პირველი მსოფლიო ომისა და 1917 წლის რევოლუციის პერიოდში რთული იყო ფილმის კეთება, სამოქალაქო ომები და უცხოური ბლოკადა ხელს უშლიდა, ასევე, უცხოური ფილმების იმპორტს, გარდა ამისა, რთული იყო ფირებისა და სხვა საჭირო აღჭურვილობის შოვნაც. მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში კინოინდუსტრია “დამშეული კაპიტალისტების” მოგებისთვის გამიზნულ კიდევ ერთ გამოგონებად მიიჩნეოდა. თუმცა, მოგვიანებით მან მასების განათლებისა და შთაგონების წყაროს მნიშვნელობა შეიძინა, რამაც ამ სფეროს განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი” – აცხადებს პეკი საბჭოთა პერიოდის კინოინდუსტრიაზე საუბრისას.

პოსტერების მთავარი დანიშნულება იყო – მიექცია მნახველის ყურადღება და მიენიშნებინა ფილმის შინაარსისკენ, თუმცა ამ მიზნის მისაღწევი გზები მრავალ მხარეს მიდიოდა, რადგან მისი მთავარი წყარო ექსპერიმენტი იყო. სანამ ცალკე მიმართულებად ჩამოყალიბდებოდა, კინოპოსტერებს სხვადასხვა სფეროში მომუშავე არტისტები ასრულებდნენ. მათგან ყველაზე დიდი წვლილი ძმებს გიორგი და ვლადიმირ სტენბერგებს მიუძღვით, რომლებიც დიზაინსა და კონსტრუქტივისტულ სკულპტურებზე მუშაობდნენ. მათ, დაახლოებით, 300 პოსტერი ეკუთვნით.

“არტნიუსი” გთავაზობთ რამდენიმე ავანგარდისტულ პოსტერს Taschen-ის მიერ გამოცემული წიგნიდან:

Bildunterschrift: Anton Lavinsky, film poster for <em>Miss Mend</em> (1927) (© TASCHEN, Susan Pack, California)

Pages from <em>Film Posters of the Russian Avant-Garde </em> (photo of the book for Hyperallergic)

Mikhail Dlugach, film poster for <em>Yego Kariera</em> (1928) (© TASCHEN, Susan Pack, California)

Smolyakovsky, film poster for <em>Konveier smerti</em> (1933) (© TASCHEN, Susan Pack, California)

Pages from <em>Film Posters of the Russian Avant-Garde </em> (photo of the book for Hyperallergic)

Nikolai Prusakov and Grigori Borisov, film poster for <em>Puteshestvie na Mars</em> (1926) (© TASCHEN, Susan Pack, California)

Nikolai Prusakov, film poster for <em>Pyat minut</em> (1929) (© TASCHEN, Susan Pack, California)

Pages from <em>Film Posters of the Russian Avant-Garde </em> (photo of the book for Hyperallergic)

ZIM, film poster for <em>Spartakiada</em> (1927) (© TASCHEN, Susan Pack, California)

კომენტარები

კომენტარი