კინო

10 ნორმალური ფილმი გასაოცარი დასასრულით

ხშირად გვხვდება კინოსამყაროში ფილმები, რომლებიც ოსტატურადაა გადაღებული, აღმაფრთოვანებელია, თუმცა დასასრული დიდად კმაყოფილს არ გვტოვებს. არსებობს ისეთი ნამუშევრებიც, რომლების ფასი არც თუ ისე მაღალია, თუმცა ფინალი დიდ სიურპრიზს სთავაზობს მაყურებელს.

“არტნიუსი” გთავაზობთ ტოპ 10 ფილმს გასაოცარი დასასრულით:

10. წითელი შტატი

Red State (2011)

სამი თინეიჯერი სექსუალურ ინტერნეტ-შემოთავაზებას პასუხობს, მაგრამ მათი ფანტაზიები მთავრდება, როდესაც გონების დაკარგვის შემდეგ გამოფხიზლებულები ხვდებიან, რომ რელიგიური ფანატიკოსების ტყვეები არიან.

9. მაიმუნების პლანეტა

Planet of the Apes

ტეილორი და კიდევ ორი ასტრონავტი ხანგრძილივი ძილისგან ფხიზლდებიან და აღმოაჩენენ, რომ მათმა ხომალდმა კატასტროფა განიცადა. ისინი აღმოჩნდებიან პლანეტაზე, სადაც ადამიანებს მეტყველების უნარი არ აქვთ და არაცივილიზებულები არიან. მაშინ, როცა მაიმუნები მეტყველებენ და ტექნოლოგიებსაც მართავენ. როცა ტეილორს დაატყვევებენ და მაიმუნთა ქალაქში წაიყვანენ, მას ყელი ისე დაუზიანდება, ვეღარ ლაპარაკობს და მაიმუნებთან კონტაქტის დამყარებას ვერ ახერხებს.

8. დაპატიჟება

The Invitation

სადილობისას, მთავარი პერსონაჟი ფიქრობს მის ყოფილ ცოლსა და ცოლის ახალ ქმარზე, რომლებიც ცუდ ზეგავლენას ახდენენ სტუმრებზე.

7. ცოლი

ცოლი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სხვადასხვა ცხოვრებისეულ არჩევანს, ქმართან ერთად, სტოკჰოლმში მოგზაურობისას, სადაც ეს უკანასკნელი, ნობელიას პრემიის ლაურეატია, ლიტერატურის დარგში.

6. ენჯელის გული

დეტექტივ ჰარი ენჯელს, საიდუმლოებით მოცული პიროვნება სახელად ლუის საიფერი გაუჩინარებული ადამიანის პოვნას დაავალებს. ჰარი ენჯელი საკუთარი სულის წიაღში ზებუნებრივ მოგზაურობაში მიემგზავრება…

5. დეივიდ გეილის ცხოვრება

the-life-of-david-gale

დევიდ გეილი ადვოკატია, ის ცდილობს სიკვდილით დასჯის აკრძალვას. ბედის ირონიით ის თავად აღმოჩნდება სიკვდილმისჯილთა საკანში, განაჩენის აღსრულებამდე რამდენიმე დღით ადრე გეილი ინტერვიუზე თანხმდება.

4. მეექვსე გრძნობა

The Sixth Sense

ფსიქოლოგიური თრილერი რვა წლის ბიჭის, კოულ სიარის შესახებ, რომელსაც სჯერა, რომ მკვდრების სამყაროს დანახვა შეუძლია. ბავშვთა ფსიქოლოგი, მალკოლმ ქროუ, ცდილობს კოულს პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს და ხვდება, რომ ბავშვი მართლაც ხედავს გარდაცვლილთა სულებს.

3. ჩემი ხმის ჟღერადობა

Sound of My Voice (2011)

ფსიქოლოგიური თრილერი ჟურნალისტსა და მისი მეგობარი გოგოს შესახებ, რომლებიც გამოძიებას ატარებენ ერთ-ერთ სექტაზე, რომელთა წინამძღვარი ამტკიცებს რომ მომავლიდანაა.

2. მელანქოლია

ჯასთინი და მაიკლი ჯასთინის დის სახლში თავიანთ ქორწინებას აღნიშნავენ. ჯასთინის დიდი მონდომების მიუხედავად წვეულება ფიასკოთი სრულდება. ნათესავებს შორის დაძაბულობა მატულობს. ამ დროს კი პლანეტა „მელანქოლია“ პირდაპირ დედამიწისკენ მოემართება.

1. საიდუმლო ფანჯარა

secret window

მორტ რეინი მწერალია, რომელიც ცოტა ხნის წინ ცოლს დაშორდა. ტბისპირა სახლში ყოფნისას, მას ფსიქოპატი უცნობი უთვალთვალებს და შესაძლოა ის აღმოჩნდეს, ვინც რეინის, წიგნის იდეის მოპარვას აბრალებს. როდესაც რეინი ცდილობს დაამტკიცოს მისი უდანაშაულობა, მას ეჭვი შეეპარება საკუთარ ფსიქიკურ მდგომარეობაში.

კომენტარები

კომენტარი