კულტურა

როგორ გავლენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოსწავლეები CAT-ის გამოცდების გარეშე?

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებას, სასკოლო-საატესტატო გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა და გაურკვევლობა მოჰყვა, თუ როგორ დაამთავრებენ სკოლას და როგორ გავლენ გამოცდებზე მოსწავლეები გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების გარეშე.

გთავაზობთ პასუხებს საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვებზე:

2018-2019 სასწავლო წლიდან, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული სკოლის გამოსაშვები (ე. წ. CAT-ის) გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებისთვის მოიხსნა.

იმისთვის, რომ მოსწავლემ აიღოს ატესტატი, უნდა ჰქონდეს ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა.

მოსწავლეები, რომლებიც ე. წ. CAT-ის გამოცდებზე ჩაიჭრნენ ან არ/ვერ გავიდნენ, ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ.

კლასის დაძლევის ან გაცდენების ექსტერნის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მოსწავლეები ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ.

ატესტატს გასცემს სერვისების განვითარების სააგენტო კანონში შესაბამისი ცვლილების ამოქმედების შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

სკოლადამთავრებულებს, რომლებიც მოიპოვებენ ატესტატს, უფლება ექნებათ გაიარონ რეგისტრაცია პროფესიული ან უმაღლესი განათლების მიღების მიზნით როგორც 2019 წელს, ასევე შემდგომ წლებშიც. ეროვნულ დონეზე საგამოცდო რეგისტრაციის ვადები გამოცხადდება დადგენილი წესით.

 

კომენტარები

კომენტარი