კინო საშემსრულებლო ხელოვნება

დეივიდ ბოუის შვილი მომღერლის შესახებ დაანონსებულ დოკუმენტურ ფილმს აკრიტიკებს

დევიდ ბოუის შვილი ბრიტანელი კომპოზიტორის, მომღერალის, მხატვარისა და მსახიობის შესახებ ახალ ფილმს აკრიტიკებს. მისი თქმით, არასწორია ფილმს დოკუმენტური ეწოდოს, თუ მასში არტისტის არცერთი ნამუშევარი ფიგურირებს.

ცნობილია, რომ ახალგაზრდა დევიდ ბოუის ფილმში მსახიობი ჯონი ფლინი, მის ცოლს კი ჯენა მალონი განასახიერებს.

“დარწმუნებული ვარ არავის მოუპოვებია დოკუმენტურ ფილმში მუსიკის გამოყენების უფლება… მეცოდინებოდა” – წერს დეივიდ ბოუის შვილი, დანქენ ჯოუნსი.

“არ ვამბობ, რომ ფილმი არ შედგება. ვამბობ მხოლოდ იმას, რომ ამ ფილმში მამას არცერთი სიმღერა შედის და არ მგონია – ეს შეიცვალოს. თუ გნებავთ, რომ იხილოთ დოკუმენტური ფილმი მისი მუსიკის ან ოჯახის ნებართვის გარეშე, ეს თქვენი საქმეა”.

დევიდ ბოუი 2016 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა. მას 26 სტუდიური ალბომი აქვს ჩაწერილი. ბოლო ალბომი კი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოუშვა.

კომენტარები

კომენტარი