კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

ილიკო სუხიშვილისა და ფიროსმანის შეხვედრის ამბავი

10 წლის ილიკო სუხიშვილი (უფროსი) ქუჩაში მისეირნობდა, როცა მან შენიშნა ნასვამი კაცი, რომელიც მალაკნების ბაზართან ბარბაცით მიდიოდა დახეული ჩექმითა და ქურთუკით. უკან ბავშვების გუნდი მისდევდა და მთვრალს აბუჩად იგდებდა. ილიკომ ჯოხი მოიმარჯვა და თანატოლებს შეუტია. შეშინებულმა ბავშვებმა მთვრალს თავი დაანებეს. უცნობმა მშველელი იცნო. იგი მუშტაიდის ბაღში ხშირად უნახავს, როცა ბიჭი იმ დროს თბილისში ყველაზე მოდურ ”შამილის” ცეკვას ასრულებდა. მამაკაცმა ილიკოს მადლობა გადაუხადა და ჩრდილო–კავკასიელთა ლეგენდის – შამილის ნახატის ჩვენება შესთავაზა. 

ნესტიან ოთახში, სადაც არც საწოლი იდგა და არც სკამი, უცნობმა ბავშვს ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატი უჩვენა. შემდეგ ცეკვა შეუქო და ურჩია, ამ საქმეს გაჰყოლოდა. დამშვიდობებისას ილიკომ მასპინძელს ვინაობა ჰკითხა. მამაკაცმა უპასუხა, რომ მხატვარი ნიკო ფიროსმანაშვილი იყო…

ვიდეო ჩანაწერში ილიკო უკვე დიდი ქორეოგრაფია

სტატია Artinfo Georgia-ს და ფოლკლორული გვერდის Chub1na.ge ერთობლივი პროექტის ნაწილია.

კომენტარები

კომენტარი