კულტურა

ანაკლიის ფესტივალს ეკონომიკის სამინისტრო აღარ დააფინანსებს

პრაქტიკულად მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ ანაკლიის ფესტივალს ვერ დავაფინანსებთ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

მისივე განმარტებით, თუ ვინმეს ამ ფესტივალის ჩატარების სურვილი ექნება, მთავრობა ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს.

„ანაკლიის ფესტივალზე პრაქტიკულად მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ ამ ფესტივალს ვერ დავაფინანსებთ, მაგრამ თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ ეს ფესტივალი ჩაატაროს, მთავრობა ინფრასტრუქტურით, ჯანდაცვის მომსახურებით და ა.შ უზრუნველყოფს ამ ფესტივალს. არ მიგვაჩნია, რომ წელს ეს ფესტივალი ჩვენ უნდა დავაფინანსოთ“, – განაცხადა ქობულიამ.

კომენტარები

კომენტარი