საშემსრულებლო ხელოვნება

მაიკლ ჯექსონს საკუთარ შიმპანზისადმი ძალადობრივ მოპყრობაში ადანაშაულებენ

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო პრიმატოლოგი მაიკლ ჯექსონს საკუთარი შიმპანზისადმი ძალადობრივ მოპყრობაში ადანაშაულებს.

დეიმ ჯეიმ გუდოლი აცხადებს, რომ ცნობილი პოპ-ვარსკვლავი თავის ცხოველს სახისა და მუცლის არეში ხშირად ურტყამდა, როდესაც ბაბლსი (შიმპანზე) მასთან ცხოვრობდა.

ცხოველი მან 1980 წელს, ცხოველების მწვრთნელისგან შეიძინა და მას შემდეგ მსოფლიოს ირგვლი  თავისთან ერთად ატარებდა.

გუდოლის თქმით, მან თავისი თეორია პოპ-ვარსკვლავსაც გაუზიარა, რაზეც მაიკლი განურისხდა.

“ბაბლსი ისევ ცოცხალი და მშვენიერია. თუმცა მაიკლ ჯექსონთან ცხოვრებისას მას ხშირად ურტყამდნენ” – აცხადებს პრიმატოლოგი.

მიუხედავად ბრალდებისა, გუდოლს ძალადობის დამამტკიცებელი სამხილი არ აქვს, რადგან ის ამ ფაქტს არ შესწრებია.

“მე დამინახავს როგორ ურტყავდა მაიკლი სახეში და შემდეგ მუცელში” – აცხადებს ჯექ გორდონი.

ეს პოპ-ვარსკვლავის მიმართ გამოთქმული ერთადერთი ბრალდება არაა. უკანასკნელ პერიოდში გამოსული დოკუმენტური ფილმი ჯექსონის მხრიდან ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაზე მოგვითხრობს.

მომღერლის ოჯახი ყველა ბრალდებას უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი