საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

პრემიერა თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე ჯუზეპე ვერდის ოპერა „დონ კარლოსი“

15 თებერვალს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისადა ბალეტის თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერადონკარლოსისპრემიერა გაიმართება.

დონ კარლოსისდამდგმელი რეჟისორია  ჩეზარელიევი, დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი მაურიციო ბალო.

სპექტაკლშიმონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები და სტაჟიორები, ისე მოწვეული უცხოელი მომღერლები და დირიჟორები.

დონ კარლოსისსაპრემიერო ჩვენებები 15, 16, 17, 23, 24 თებერვალს  გაიმართება.

თბილისელმა მაყურებელმადონ კარლოსიპირველად 150 წლის წინ, 1869 წლის 24 იანვარს, „ქარვასლისთეატრი სცენაზე იხილა, მსოფლიო პრემიერიდან სულ რაღაც ორი წლის შემდეგ.

ჯუზეპე ვერდიმდონ კარლოსიპარიზისგრანდოპერასდაკვეთით ფრიდრიხ შილერის დრმატული პოემის დონ კარლოსი: ესპანეთის უფლისწულისმიხედვით შექმნა. ოპერის პრემიერა პარიზში, 1867 წლის 11 მარტს, Salle Le Peletieშიშედგა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზედონ კარლოსიბოლოს 2004 წელს შესრულდა(რეჟისორი გურამ მელივა). 15 წლიანი პაუზის შემდეგ ვერდისდონ კარლოსიკვლავ უბრუნდება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს, ამჯერად პარმის თეატრო რეგიო 2018 წლის დადგმით.  

ესდონ კარლოსიაბსოლუტურად წარმატებული დადგმაა. ჩვენ ვხედავთ სპექტაკლს, სადაც ვიზუალური მხარე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მიყვება მუსიკალურ პარტიტურას. წარმოდგენა სრულად წარმოაჩენს მუსიკასა და ტექსტში არსებულ დრამატიზმსდამდგმელები აცოცხლებენ ამ ბრწყინვალე ნაწარმოებს, წარმოადგენენ რა მეთექვსმეტე საუკუნის ესპანეთის ბნელით მოცულ სამეფო კარსდა ინკვიზიციას“. ჯორჯო დე მარტინო, ჟურნალიSipario“, 22 აპრილი, 2017 წელი  

კომენტარები

კომენტარი