კულტურა

ტუტანხამონის აკლდამის რესტავრაციის 9 წლიანი პროექტი დასრულდა

ეგვიპტის ფარაონის, ტუტანხამონის 3000 წლის წინანდელი სამარხის რესტავრაციის პროექტი, რომელიც 9 წლის წინ დაიწყო, დასრულდა.

მუმიფიცირებული ფარაონის ნეშტი ერთი საუკუნის წინ აღმოაჩინეს, მას შემდეგ ამ ადგილას უამრავი ვიზიტორი იყრიდა თავს, რამაც საკმაოდ დააზიანა სამარხის ტერიტორია, გარდა ამისა, ნესტმა და ნახშირორჟანგმა კიდევ უფრო შეუწყო ხელი კედლის ნახატების დაზიანებას. ამჯერად, სამარხი უკვე საბოლოოდ რესტავრირებული და დაცულია.

სამარხში ახალი ვენტილაციის სისტემა დაამონტაჟეს. ამასთანავე, ვიზიტორებისგან დასაცავად დაამატეს ბარიერები.

ექსპერტებმა დაადგინეს კედელზე არსებული ლაქების წარმოშობა, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში მსჯელობდნენ. ეს უძველესი მიკრობების კოლონიები აღმოჩნდა, რომლებიც დიდი ხნის წინ გადაშენდნენ და საშიშროებას აღარ წარმოადგენენ.

კომენტარები

კომენტარი