ვიზუალური ხელოვნება

10 სულისშემძვრელი ფოტო, რომელიც ჰოლოკოსტს ასახავს

ჯოუშიმ უესტმა ინტერნეტში ჰოლოკოსტის ამსახველი დაფერილი ფოტოები გამოაქვეყნა.

“დაახლოებით 5 წლის წინ მოვამზადე ჰოლოკოსტის ამსახველი დაფერილი ფოტოების პორტფოლიო და არაერთ კომპანიას დავუკავშირდი, რომ მათი დახმარებით მომეხდინა ისტორიის ამ საშინელი პერიოდის კონსერვაცია.

მათმა (ორგანიზაციების) დიდმა ნაწილმა საერთოდ ამ მიპასუხა, ვინც პასუხი დააბრუნა კი, არ ჩანდა ჰოლოკოსტის დაფერილი ფოტოებით დაინტერესებული. მათ ვერ დაინახეს ის, რასაც მე ვხედავ – ჰოლოკოსტის დაფერილი ფოტოები დაგვეხმარება საკუთარი თავი დავაკავშიროთ ძველი ხალხის ცხოვრებასთან” – აცხადებს უესტი.

ჯოუშიმ უესტი დიდი ხნის განმავლობაში ინახავდა საკუთარ პროექტს ბნელ თაროზე, სანამ New York Times-ის ჰოლოკოსტის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი სტატია წაიკითხა და გადაწყვიტა 5 წლის წინანდელი ნაშრომი საზოგადოებისთვის გაეცნო.

 

კომენტარები

კომენტარი