კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

სტუდია “დისნეი” 16.4 მილიარდ დოლარს ხარჯავს

საინვესტიციო ბანკმა “RBC Capital Markets”-მა მიმდინარე წელს დაგეგმილი ხარჯები გამოაქვეყნა, რომელშიც იკითხება, რომ 2019 წელს მწარმოებელი კომპანიები ჯამში 107 მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებენ, საიდანაც 22%,რაც 16.4 მილიარდი დოლარია, სტუდია “Disney”-ზე მოდის.

მონაცემებიდან ირკვევა, რომ მიკი მაუსის შემქმნელი სტუდია 2019 წელს ბაზარზე ყველაზე მსხვილი კონტენტის შემქმნელი გახდება. მეორე და მესამე ადგილებს “Netflix”(14.3 მილიარდი) და “AT&T/Time Warner”(14 მილიარდი) იკავებენ.

წელს კინოსტუდიას მრავალი ბლოკბასტერის გამოშვების გარდა, გეგმაში სტრიმ-სერვის “Disney+”-ის შექმნაც აქვს, რაც არც თუ ისე მცირე თანხებთან არის დაკავშირებული.

 

კომენტარები

კომენტარი