ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

პრემია “საბა 2019” გაიხსნა – დაბრუნდა პიესისა და კრიტიკის ნომინაცია

დღეს, 1 თებერვალს, წიგნის საჯარო კითხვის  მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ლიტერატურულმა პრემიამ “საბა” რიგით მე–17 კონკურსი გახსნილად გამოაცხადა.

წელს “საბას” საპრიზო ფონდი გაიზარდა და გამარჯვებული ავტორები 9 ნომინაციაში 4 000 ლარის ნაცვლად, 6 000 ლარს მიიღებენ, ხოლო “ლიტერატურულ განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის” საპრიზო თახნა 8000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარი იქნება.

ცვლილებები ჟიურის შერცევის წესშიც არის. ჟიურის შემადგენლობას “საბას” საკონსულტაციო საბჭო დაამტკიცებს, რომელშიც შედიან “საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა”, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი”, “საქართველოს ეროვნული მუზეუმი”, “ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი”, “ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი” და “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი”.

აგრეთვე, ცნობილი ხდება, რომ დაბრუნდა ორი ნომინაცია” საუკეთესო პიესა” და “საუკეთესო კრიტიკა”.

კონკურსზე წიგნების წარდგენა ავტორებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ saba.com.ge-ს

 

კომენტარები

კომენტარი