კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

ქართული ცეკვები ამერიკაში, მსოფლიო ფოლკლორულ ფესტივალზე

ამერიკის შტატ იუტაში, ქალაქ სპრინგვილში (სადაც ასევე დაცულია ქართული საბჭოთა ხელოვნების მრავალი ნიმუში) მორიგი მსოფლიო ფოლკლორული ფესტივალი იმართება. ღონისძიებაში მონაწილე ჯგუფებს შორის მსოფლიოს სხვადასხვა კულტურებიდან საქართველოც არის წარმოდგენილი.

World FolkFest-ის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში ქართული ცეკვები  განსაკუთრებული განხილვის საგანია. აუდიტორია განსაკუთრებულ ინტერესს სწორედ ქართველი შემსრულებლების მიმართ გამოხატავს.

ამერიკელი ხალხის დადებითი ემოციები და რეაქციები, ღონისძიებაზე გადაღებულ  ვიდეოებშიც კარგად არის ასახული.

ანსამბლი გურჯაანის წარმომადგენლები ფესტივალის გახსნაზე

ამერიკაში ქართული ფოლკლორი გურჯაანის ანსაბმლმა წარმოადგინა. აღნიშნული ანსამბლი, ავთანდილ და ძაბული გურგენიძეებმა  1961 წელს დაარსეს.

ამერიკაში ცეკვების ფესტივალი 31 ივლისს დაიწყო და  5 აგვისტომდე გაგრძელდება. ამერიკელ ხალხთან დაახლოების მიზნით,  ქართული  ანსამბლები ადგილობრივ ოჯახებში დააბინავეს.

ფესტივალზე დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ World FolkFest ვებგვერდს.

 

ქართველები ცეკვამდე ფარიკაობის ვარჯიშისას იუტაში.

კომენტარები

კომენტარი