საშემსრულებლო ხელოვნება

ბათუმში გამართულ Jamiroquai-ს კონცერტს 3 მილიონამდე ადამიანმა უყურა

ბათუმი,  შავი ზღვის რიგით XI ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში გამართულ  Jamiroquai-ს კონცერტს 3 მილიონამდე ადამიანმა უყურა.   ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი მსმენელის წინაშე    ბათუმის ჩოგბურთის კლუბში 28 ივლისს წარსდგა.

კონცერტი ბენდის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდიდან პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.  ორგანიზატორების განცხადებით, ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის დამფუძნებლებს ლეგენდარული ჯგუფის წევრებმა მთლიანი კონცერტის პირდაპირ ეთერში ტრანსლირების საშუალება მისცეს.

ბრიტანელმა მომღერალმა მსმენელის წინაშე შეასრულა როგორც ცნობილი ჰიტები, ასევე კომპოზიციები ბოლოს ალბომიდან “Automaton“.

შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 27 ივლისს დაიწყო და 30 ივლისამდე გაგრძელდა. ფესტივალი ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა კორი ჰენრიმ (CORY HENRY AND THE APOSTLES) გახსნა. წელს ჯაზ-ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები იყვნენ: JAMIROQUAI, JOSS STONE, DE LA SOUL, CORY HENRY AND THE APOSTLES, Matthew Hartnett, Lou Berry, MF ROBOTS.

ფანკისა და ეისიდ-ჯაზის შემსრულებელი ცნობილი ბრიტანული ჯგუფი Jamiroquai 1992 წელს შეიქმნა. ჯგუფის დაამარსებელი და ლიდერი მუსიკოსი ჯეი ქეია (Jay Kay). 90-იანი წლებიდან დღემდე, ჯგუფი ლონდონის ე.წ. „ეისიდ – ჯაზის მოძრაობის წევრია“. 1993 წელს JAMIROQUAI-მ პირველი სტუდიური ალბომი სახელწოდებით „Emergency on Planet Earth“ გამოუშვა. აღნიშნული ალბომით, „Future Funk”-ის მიმდევრებმა ჯგუფმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა – დიდი ბრიტანეთში, აღმოსავლეთ ევრიპაში, ახალ ზელანდიასა და იაპონიაში. ამერიკელმა მსმენელმა კი JAMIROQUAI 1996 წელს გამოცემული ალბომით „Travelling Without Moving“ გაიცნო. აღნიშნულ ალბომში შესულია ჯგუფის ყველაზე ცნობილი ორი ჰიტი – “Cosmic Girl“ და „Virtual Insanity”. ამ უკანასკნელ სინგლზე შექმნილმა ვიდეომ-კლიპმა ჯგუფს, 1997 წლის „MTV Video Music Awards“-ზე, 4 ნომინაციაში (Best Video, Best Special Effects, Best Cinematography, Breakthrough Video), გამარჯვება მოუტანა.

2017 წლის დასაწყისში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა JAMIROQUAI-ის ახალი ალბომის “Automaton“ ე.წ. თიზერი. მიმდინარე წლის მარტში ალბომმა დღის სინათლე იხილა.

2017 წლის იანვარში, ჯგუფის წევრებმა, ევროპისა და აზიის ქვეყნებში, გაზაფხული-ზაფხულის, რიგით მე-10, საიუბილეო საფესტივალო ტურნე „Automaton Tour“ დააანონსეს. ტურნე მიმდინარე წლის მაისში ტოკიოში დაიწყო და მის ფარგლებში ჯგუფი კონცერტებს ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქალაქში გამართავს. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ 2017 წლის ევროპა-აზიის საფესტივალო ტურნეს ფარგლებში, „Automaton Tour“ JAMIROQUAI საქართველოს ეწევევა და ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე, ქართველი და უცხოელი მსმენელის წინაშე, ცნობილ ჰიტებთან ერთად, უახლეს ალბომში “Automaton“ შესულ სიმღერებს შეასრულებს.

25 წლიანი კარიერის განმავლობაში, JAMIROQUAI-მ, სულ 8 სტუდიური ალბომი გამოუშვა.

კომენტარები

კომენტარი