არქიტექტურა, არქეოლოგია ლიტერატურა

მეფე არტურის ლეგენდის შუა საუკუნეებით დათარიღებული ხელნაწერები აღმოაჩინეს

ძველი, შუა საუკუნეებით დათარიღებული ხელნაწერის ფრაგმენტები, რომელიც მეფე არტურის ლეგენდიდან მერლინზე მოგვითხრობს, ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს.

BBC-ის ცნობით, 7 ხელნაწერ ფრაგმენტს ბრისტოლის უნივერსიტეტის კოლექციების ბიბლიოთეკაში მიაგნეს.

მკვლევრებმა მასალა შეისწავლეს და განაცხადეს, რომ ხელნაწერები მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს ლეგენდიდან.

პერგამენტის ნაწილები ბიბლიოთეკარმა მაიკლ რიჩარდსონმა იპოვა, რომელიც შემდეგ მკვლევარსა და დოქტორს ტეზერს დაუკავშირდა.

ტექსტი დეტალურად აღწერს სხვადასხვა პერსონაჟს ბრძოლის დროს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მკვლევრები ცდილობენ გაიგონ როდის მოხვდა მათ ბიბლიოთეკაში წიგნი, რომელშიც ეს ფრაგმენტებია შემორჩენილი.

კომენტარები

კომენტარი