ლიტერატურა

ტრევორ დიურემმა გურამ რჩეულიშვილის შემოქმედების თარგმნის უფლება მოიპოვა

ტრევორ დიურემი მწერალია, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. ის მალევე დაინტერესდა ქართული ენითა და ლიტერატურით და მთარგმნელობითი საქმიანობაც დაიწყო.

ახლახანს, მან მიიღო ნებართვა გურამ რჩეულიშვილის ოჯახისგან – ეთარგმნა მისი ნაშრომები. 29 იანვარს მის მიერ თარგმნილი რჩეულიშვილის პროზაული ნაწარმოები – “აქ კი თბილა” გამოქვეყნდა.

“ეს ჩემი პირველი თარგმანია, მოკლე ანონსი კოლექციისა, რომლის გამოშვებასაც წელს ვაპირებ.

სექტემბერში ამ პატარა გიჟ, კავკასიურ სახლში გადმოვედი, რათა ისეთი ენა და კულტურა მესწავლა, რომელიც ჩემთვის უცხო იყო. რამდენიმე თვის შემდეგ – ინგლისურად პირველად ვაქვეყნებ გურამ რჩეულიშვილის გასაოცარ ნაშრომებს” – წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ტრევორ დიურემი.

მის მიერ თარგმნილი “აქ კი თბილა” შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

კომენტარები

კომენტარი