კულტურა

განათლების ექსპერტი რეზო აფხაზავა: „განათლების რეფორმა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს

განათლების ექსპერტმა, რევაზ აფხაზავამ, განათლების რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულების პრეზენტაცია პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მნიშვნელოვან დეტალებს გაესვა ხაზი.

„ცალსახად საინტერესო შეხვედრა იყო, რამდენიმე საკითხის გამოყოფა შეიძლება, პირველი ეს არის უნიფიცირებული მოდგომიდან დიფერენცირებულ მიდგომაზე გადასვლა, რაც მართლაც მნიშვნელოვანია. არ შეიძლება განსხვავებული სკოლები ერთი მიდგომით იმართებოდეს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ბიოროკრატიიდან უფრო შემოქმედებით საკითხებზე გადადის ორიენტირები. მესამე, მარტივდება პროფესიაში შესვლა, თუმცა ეს არ ხდება კომპეტენციების ხარჯზე და ბიუროკრატიული ბარიერები იქნება ნაკლები. ჩემი აზრით, ძირითადად, ეს საკითხები არის ყველაზე მნიშვნელოვანი“- განაცხადა ექსპერტმა.

შეგახსენრბთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ზოგადი განათლების მიმართულებით რეფორმის ძირითადი მიმართულებები და გეგმები საზოგადოებას გააცნო, რომლის მიხედვითაც, სკოლებში საატესტატო გამოცდები მოიხსნა, ხოლო ეროვნულ გამოცდებზე უნარები არასავალდებულო გახდა.

კომენტარები

კომენტარი